ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთა ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, შუა დერეფნის განვითარების ჭრილში ჩინეთის მხარის მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, მისივე განმარტებით, არაერთი თხოვნის მიუხედავად, პორტთან დაკავშირებით ინტერესი არცერთმა დასავლურმა კომპანიამ არ გამოხატა. ღარიბაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებებსაც გამოეხმაურა და საზოგადოებას შეახსენა, რომ მან ანაკლიის პორტის პროექტი ჩააგდო.