მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯოზეფ ბორელმა მედიის შეკითხვებს უპასუხეს. კითხვები შეეხებოდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. მთავრობის მეთაურმა შარშან მიღებულ გადაწყვეტილებაზე გააკეთა აქცენტი, როდესაც უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა და ფაქტს უსამართლობა უწოდა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ დეკემბრის ბოლოს ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც გამოიხატება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში.