დისკუსიები „ტვიტერზე“ შეაჯამა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით, მადლობას ვუხდი ევროკომისიას კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის. საქართველო ერთგულია ევროპული მომავლის“, – ვკითხულობთ განცხადებაში. ამ აუდიენციას ეხმაურება ასევე ევროკომისიის პრეზიდენტიც. „ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგული რჩება. ჩვენ ასევე გვინდა საქართველოს წინსვლა და წარმატება ევროკავშირის გზაზე. რეფორმის ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს. ევროკომისია მზად არის, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს“, – ურსულა ფონ დერ ლაიენმა.