ყოფილი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი დეკანოიძეს ცოტა ხნის წინ გორის პოლიციის სამმართველოში ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, – ეს ის მუხლებია, რის საფუძველზეც გამოძიება მიმდინარეობს.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ 24 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.