ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება

18:09, 28.12.2019

ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს დილით გაათავისუფლეს. დაახლოებით 11:30 საათზე ის უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა. პირველი შეხვედრა მასთან გორის პოლიციის სამმართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გამართეს.

გორის პოლიციაში ვაჟა გაფრინდაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა და მხარდაჭერისთვის ხელისუფლებასა და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

 

მსგავსი