„იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა“ ასოციაცია გაჭიანურებულ სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით, განცხადებას აკეთებს. გაერთიანების ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებები სისხლის სამართლის დამნაშავეებს მფარველობენ, რის გამოც ბევრი მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა.
ასოციაციის ინფორმაციით, არსებობის ერთი წლის განმავლობაში დაგროვდა ასობით ისეთი შემთხვევა, როდესაც დანაშაული აშკარაა, თუმცა არ ხდება რეაგირება. ასოციაციაში აცხადებენ, რომ მევახშეებსა და დაზარალებულებს შორის მოტყუებით ფორმდება ხელშეკრულებები, რომელიც დასაწყისშივე ქონების ჩამორთმევისკენ არის მიმართული. გაერთიანებაში შესაბამის უწყებებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მევახშეების მფარველების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას გეგმავენ.