მოგზაურები განთქმულ ისტორიულ პირს, გარსევან ჭავჭავაძეს გადაეყრებიან, რომელსაც იოანე ხელაშვილი მოურიდებლად ამხელს, როგორც მომხვეჭელსა და სამეფო კარის გამყიდველს, პასუხად კი მუშტებს მიიღებს. იქავე, ატყდება დავა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გამო.
იონას საქართველო
სტუდია „ეპოქა“ აკა მორჩილაძესთან ერთად წარმოგიდგენთ პროექტს „იონას საქართველო“. XVIII საუკუნის დასასრული და XIX საუკუნის დასაწყისი – დიდი ცვლილებები საქართველოში და ამ დროის დიდი წიგნი – ქართველთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალური ისტორიებით. იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ მიხედვით მოთხრობილი ამბები,
აკა მორჩილაძის პროექტში „იონას საქართველო“.
პროექტის ავტორი და პროდიუსერი: ქეთევან სადღობელაშვილი
ავტორი და მთხრობელი: აკა მორჩილაძე
რეჟისორი: გიორგი ებრალიძე
ეპოქა
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.