იონას საქართველო - პირველი სერია

რუსეთში გასახლებული მეფე ერეკლეს ერთ-ერთი შვილიშვილი, იოანე ბატონიშვილი ლიტერატურულ საქმიანობას მისდევს და და დიდი წიგნის, „ხუმარსწავლის“ წერას იწყებს. წიგნი თან იმ დროის ენციკლოპედიაა, თან ქვათახევის მონასტრის იპოდიაკვანის იოანე (იონა) ხელაშვილის მოგზაურობა მთელს საქართველოში. იოანემ სარჩო უნდა შეაგროვოს აღორძინებული მონასტრისთვის. ამ კალმასობისას მას გორელი ზურაბა ღამბარაშვილი აედევნება. მოგზაურობა ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობის ბოლო წელიწადს იწყება.

 

იონას საქართველო

სტუდია „ეპოქა“ აკა მორჩილაძესთან ერთად წარმოგიდგენთ პროექტს „იონას საქართველო“. XVIII საუკუნის დასასრული და XIX საუკუნის დასაწყისი – დიდი ცვლილებები საქართველოში და ამ დროის დიდი წიგნი – ქართველთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალური ისტორიებით. იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ მიხედვით მოთხრობილი ამბები,
აკა მორჩილაძის პროექტში „იონას საქართველო“.

პროექტის ავტორი და პროდიუსერი: ქეთევან სადღობელაშვილი
ავტორი და მთხრობელი: აკა მორჩილაძე
რეჟისორი: გიორგი ებრალიძე

ეპოქა

ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.