თბილისში ხვალ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა გაიხსნება. ეს არის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, სადაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ექვსი ქვეყნიდან ისწავლიან და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ევროპული ხარისხის განათლებას მიიღებენ.
სკოლას საზეიმო ვითარებაში იოჰანეს ჰანი გახსნის. ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი უკვე საქართველოშია.
საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე ჰანმა რამდენიმე პოლიტიკური განცხადება გააკეთა. მათ შორის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე.