საპარლამენტო ტრიბუნიდან დღეს ის რვა მოთხოვნაც გახდა ცნობილი, რომლებსაც ოთხი საერთაშორისო ბანკი მთავრობას ანაკლიის პორტის დასაფინანსებლად უყენებს.
როგორც მაია ცქიტიშვილი განმარტავს, მოთხოვნები თავის დროზე ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობებს ცვლის. ვიცე-პრემიერს დღეს არ დაუკონკრეტებია, დათანხმდება თუ არა ხელისუფლება კრედიტორებს, რომლებიც 400 მილიონი დოლარის სესხის სახით გაცემის სანაცვლოდ სახელმწიფოს სესხის გასტუმრების და ტვირთების მოზიდვის ნაწილში გარანტორად დადგომას სთხოვენ. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, აპრილის დასაწყისში გახდება ცნობილი, სწორედ ამ დროს იგეგმება ბანკების წარმომადეგნლების, კონსორციუმის და მთავრობის შეხვედრა.