ინვესტიცია მეცხოველეობის განვითარებისთვის

ამერიკის მთავრობა საქართველოში მეცხოველეობის განვითარებაში 10 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. ახალი პროექტი ხელს შეუწყობს ფერმერებს, გააუმჯობესონ სურსათის უვნებლობის სტანდარტები და ხარისხი. ღონისძიებაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ხუთწლიანი პროექტის დეტალები განიხილა ამერიკულმა მხარემ.