გორის დედათა და ბავშვთა ცენტრის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება სოფელ ხელთუბნის სკოლის 3 მოსწავლე. ინტოქსიკაციის ნიშნებით სასწარაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში დღეს 4 ბავშვი გადაიყვანა. კიდევ ორი მოსწავლე იგივე ჩივილებით კლინიკაში მოგვიანებით მშობლებმა მიიყვანეს. 8-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მოწამვლის ზუსტი მიზეზი უცნობია. როგორც ექიმები აცხადებენ, მათ ონკანის წყალი დალიეს, რომელიც იყო ქაფიანი და შეფერილი. მედიკოსების განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სავარაუდოდ დღის ბოლომდე სახლში გაწერენ. სოფელ ხელთუბნის სკოლის ადმინისტრაციამ უკვე მიმართა განათლების სამინისტროს და სკოლის შენობაში წყალ-გაყვანილობის დამმონტაჟებელ კომპანიას.