კლასიკური მუსიკის დღეები თბილისში – ბერლინში დაარსებული ევროპული მუსიკალური ფესტივალი საქართველოში პირველად იმართება.
25 მაისამდე ქართველ მსმენელს საშუალება ექნება, მრავალფეროვანი პროგრამა მოისმინოს. ფესტივალი მუსიკის სხვადასხვა ჟანრს და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს აერთიანებს. ღონისძიებებს სოხუმის თეატრი მასპინძლობს.