ინტერვიუ ვლადიმერ ზელენსკისთან

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მას არ ეშინია, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესმე მის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს, რადგან ის მისი მეგობარი არასდროს ყოფილა. ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის კანდიდატურას რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე განიხილავდა, თუმცა სააკაშვილს ფრაქცია „ხალხის მსახურმა“ მხარი არ დაუჭირა. ზელენსკიმ ასევე განმარტა, რომ მან უკრაინული პასპორტი სააკაშვილს დაუბრუნა, რადგან „ეს სამართლიანი იყო“.