საქართველოს პირველი არხის ექსკლუზიური ინტერვიუ ვიოლა ფონ კრამონთან. ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ამნისტიის კანონპროექტებს აფასებს და აცხადებს, რომ კანონში ორივე მხარისთვის მიუღებელი პუნქტებიც იქნება, თუმცა, სწორედ ეს არის კომპრომისის იდეა.
ვიოლა ფონ კრამონი იმედოვნებს, რომ მხარეები საკითხის მოსაგვარებლად გზას მოძებნიან. ვიოლა ფონ კრამონი პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, ის ევროპარლამენტის ინიციატივით ჩაუდგება სათავეში სამუშაო ჯგუფს, რომელიც ქართველ დეპუტატებთან ერთად, შარლ მიშელის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებაში გაწერილი მიზნების მისაღწევად იმუშავებს. ევროპარლამენტარი 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ „ჟან მონეს დიალოგს“ უხელმძღვანელებს.
ინტერვიუ ვიოლა ფონ კრამონთან