ინტერვიუ სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელთან

პარლამენტში ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტზე იმსჯელეს.

თავდაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების წევრებს დოკუმენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გააცნო. სხდომა დახურულ ფორმატში წარიმართა.

გიორგი საბედაშვილის განმარტებით, რომ ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია არის მომდევნო ხუთი წლის პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც 2019-2021 წლების სტრატეგიის გაგრძელებას წარმოადგენს. დოკუმენტი არის ტერორიზმის შესახებ და სახელმწიფოს 7 ძირითად მიმართულებას წარმოადგენს, რომლითაც ქვეყანა აპირებს დაუპირისპირდეს ტერორიზმს.

რას მოიცავს საქართველოს კონტრტერორისტული სტრატეგია, – ამ თემაზე „მოამბის“ შეკითხვებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბაჩო მგელაძემ უპასუხა.