ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფრანს 24“-თან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან და საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით ისაუბრა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის ინტერვენციების მიზანი იყო, საქართველოსა და უკრაინისთვის ეიძულებინათ ევროატლანტიკური გზიდან გადახვევა, მაშინ ის წარუმატებელია.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის დარწმუნებული არ არის, რა ტიპის სანქციების დაწესება შეგვიძლია, რომლებსაც მნიშვნელობა ექნება ამ ეტაპზე. სწორედ ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ასეთი სახის განცხადებას დღეს რაიმე აზრი აქვს. შემიძლია, გულწრფელად ვთქვა, მე ასეთი სახის განცხადებას არ გავაკეთებდი. ამბობს პრეზიდენტი, რომელიც აღნიშნავს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ღია სოლიდარობა საქართველოსგან, რასაც ის პრეზიდენტ ზელენსკის უდასტურებს.