რუსულ მედიასთან ინტერვიუში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უნგრეთის 2022 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობა ჰქონდა. როგორც სიიარტო აღნიშნავს, ამჟამინდელი მთავრობის მოსაშორებლად უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობების გამო, აშშ-მა მილიონობით დოლარი დახარჯა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მილიონობით დოლარი ინვესტირებული იყო უნგრეთის ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიაში, თუმცა მმართველმა ძალამ ამომრჩევლის რეკორდული მხარდაჭერა მოიპოვა. სიიარტო იმედოვნებს, რომ ჩარევის მომავალი მცდელობებიც ასეთივე შედეგით დასრულდება.