დღეს სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა არის მძიმე მდგომარეობაში და მთელი თანამეგობრობა უყურებს გვერდიდან სამწუხაროდ, იმ ყველაფერს, რაც უკრაინაში ხდება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ თავად აღნიშნა, რომ უკრაინას უწევს მარტო ბრძოლა, რასაც აქვს თავისი მიზეზები და სამწუხაროა ჩვენთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.
რაც შეეხება კითხვას, რა ზომებსა და ნაბიჯებში გამოიხატება დღეს საქართველოს ხელისუფლების სოლიდარობა ომში მყოფი უკრაინელების მიმართ, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ამაზე მეტის გაკეთება საქართველოს, სამწუხაროდ, არ შეუძლია“.
ინტერვიუ ირაკლი კობახიძესთან