„პრემიერ-მინისტრად დასახელება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, კიდევ რამდენიმე თვე უნდა შევხედოთ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ვიპოვოთ ოპტიმალური კანდიდატი, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ხალხისთვის მისაღები, იმიტომ, რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვებისთვის და არა, საპატიო მეორე ადგილისთვის. მინდა მივესალმო ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც ამერიკაში შეხვდნენ სოფო ჯაფარიძეს, მანამდე გიორგი ვაშაძეს, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს და რა თქმა უნდა, ლევან ხაბეიშვილს“ – ეს განცხადებები მსჯავრდებულმა ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლოზე გააკეთა.
როგორ მიიღეს ოპოზიციაში სააკშვილის გზავნილები – „მოამბის“ შეკითხვებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ უპასუხა.