რა გამოწვევების წინაშე დგას რუსთავი.
ქალაქში უკვე განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში წარდგინა რუსთავის მერმა. რუსთავი საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებს შორის არის, სადაც საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს, მერი კი მმართველი გუნდის წარმომადგენელია.
რუსთავში არსებულ ვითარებაზე „მოამბე რეგიონების“ შეკითხვებს რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ უპასუხა.