2008 წლის აგვისტოს ომს, 11 წლის შემდეგ ვრცლად იხსენებს მიხეილ სააკაშვილი.
„ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი საუბრობს დასავლეთის როლზე, პუტინზე, სარკოზიზე და უშუალოდ ომის მძიმე დღეებზე. ექს-პრეზიდენტის თქმით, მაშინ ფიქრობდა, რომ რუსები თბილისში არასდროს შეიჭრებოდნენ და ვარაუდობდა, რომ, თუ რუსეთს აფხაზეთსა და ოსეთს შორის გადაწყვეტილების მიღება მოუწევდა, აფხაზეთისთვის ომს აირჩევდა.
სააკაშვილი ამბობს, რომ მაშინ მას ყველა არწმუნებდა, რომ რუსეთი საქართველოში არ შეიჭრებოდა. მაგალითად მას მოჰყავს კონდოლიზა რაისის სიტყვები, თუმცა იქცე დასძენს, რომ ერთადერთი გასხვავებული აზრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს ჰქონდა. ყოფილი პრეზიდენტი თბილისში გერმანიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს და მის მიერ რესტორანში სუფრასთან ნათქვამ ფრაზას იხსნებს, რა დროსაც შტაიმაიერმა მას უთხრა, რომ მალე საქართველოს ფართომასშტაბიანი ომი ექნებოდა და რუსეთი მთელი ძალით დაარტყამდა.
ექს-პრეზიდენტი აფასებს საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის როლსაც და ამბობს, რომ სარკოზი იყო არაკომპეტენტური, ჯამბაზივით იქცეოდა და ამერიკელების როლის დაქვეითებას ცდილობდა. სააკაშვილის თქმით, სარკოზიმ პროცესს ამერიკელები ჩამოაშორა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კი გაფორმებიდან მალევე დაივიწყა და „მისტრალებში“ გაცვალა.
ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოსთვის „მაპის“ მინიჭების გადადებით, გერმანელებმა რუსეთს ფაქტობრივად მწვავე შუქი აუნთეს და თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცეს. სააკაშვილი არ უარყოფს, რომ დასავლეთის მიმართ ენთუზიაზმი გაუქრა და ამბობს, რომ მათ ორმაგი სტანდარტები ახასიათებთ, რაც, მისი აზრით, კოლონიალიზმის გადმონაშთია.