ინტერვიუ მამუკა მდინარაძესთან - შეძლებთ იმ 12 პუნქტის შესრულების გეგმის განხორციელებას, რაც პარტიის თავმჯდომარემ მმართველი გუნდის სახელით წარადგინა?
მამუკა მდინარაძე – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.
🔴 როგორი იქნება საპარლამენტო კონტროლი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესზე და რამდენად იქნება უზრუნველყოფილი ამ კონტროლის მექანიზმში ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა?
🔴 ახლა რა ეტაპია იმ გეგმის შესასრულებლად, რაც პარტიის თავმჯდომარემ წარმოადგინა?
🔴 ოპოზიციის ნაწილი, ვინც არ მივიდა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, ითხოვს საკანონმდებლო ორგანოში ჩაინიშნოს რიგგარეშე სხდომა. ეს არის ახლა პოლიტიკური გამოსავალი იმისთვის, რომ შეთანხმდეთ ოპოზიციის დიდ ნაწილთან გარკვეულ თანამშრომლობაზე, თუ ამ ეტაპზე არარელევანტურია მოთხოვნა მათი მხრიდან?
🔴 რა შანსი ეძლევათ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით პატარა პარტიებს, რომ გახდნენ დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშეები და აღარ გაერთიანდნენ მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ, პოლიტიკური გარანტიებისთვის? ხედავთ თუ არა პერსპექტივას, რომ მათ ეს შეძლონ არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით?
🔴 ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ არ გენდობათ და ამას ასახელებენ თანამშრომლობაზე უარის მიზეზად – რა არგუმენტები აქვს მმართველ გუნდს, რატომ უნდა გენდოთ ოპოზიცია?
🔴 გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ შესრულებადია რეკომენდაციების უპირველესი პუნქტი – პოლარიზაციის შემცირება?
🔴 როგორ ფიქრობთ, უშვებთ შესაძლებლობას, რომ მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი გეგმის შესრულების პროცესში თქვენც გქონდეთ გარკვეული კონსულტაციები არასამთავრობოებთან?
🔴 თუ ვერ მოახერხეთ ოპოზიციური პარტიების ფართო სპექტრთან თანამშრომლობა, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ გაჭირდება კანდიდატის სტატუსის მიღება, მაშინ როგორ ნაწილდება პოლიტიკური პასუხიმგებლობა და ეს კიდევ უფრო ხომ არ გაამწვავებს პოლარიზაციას?
🔴 დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არის ერთ-ერთი ვალდებულება და ოპოზიციისთვის კრიტიკული საკითხი, პარტიის თავმჯდომარემ არ გამორიცხა, ამ კანონის უკრაინული მოდელის გადმოტანა. უკრაინული კანონის მიხედვით, შესაძლოა ამ კანონით სანქცირებას დაექვემდებარონ ოპოზიციის მხარდამჭერი პოლიტიკური და მედიააქტორები. როგორ ფიქრობთ, ამ ნაწილში გექნებათ ოპოზიციის მხარდაჭერა?
🔴 როგორც მმართველი გუნდი ამბობს, სანქციების საკითხი სპეკულირების საგნად რჩება ოპოზიციის ნაწილისთვის, მათ შორის ბევრი განმარტების მიუხედავად, საკმაოდ ხშირად ერთ კონტექსტში ახსენებენ ბიძინა ივანიშვილის დავას შვეიცარიულ ბანკთან და ყოფილი პრემიერის შესაძლო დასანქცირების საკითხს. რა არგუმენტები გაქვთ იმისთვის, რომ გაიმიჯნოს კერძო დავა და პოლიტიკური სპეკულაციები?
🔴 მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი აშშ-ის ელჩის მისამართით – რატომ ფიქრობს დიპლომატი, რომ მმართველი გუნდი იზიარებს ამ წერილის შინაარსს?
🔴 როგორია მმართველი გუნდის მოლოდინი, 3 ივლისის აქციის ორგანიზატორებისა და ოპოზიციის ნაწილისთვის გზა ევროპისკენ ისევ ქუჩის აქციებზე გადის, თუ ამ სტრატეგიამ არ გაამართლა?
აქტუალური შაბათი