აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, არაფერი შეცვლილა, მილიტარიზაცია გრძელდება, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი განცხადებით, საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და მნიშვნელოვანია, რეალობას ზუსტი სახელი დაერქვას. მისი თქმით, ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული.
როგორც ლინკევიჩუსმა აღნიშნა, 10 წლის წინ საქართველოშიც იგივე მოხდა, მაგრამ სანქციების დასაწესებლად, საკმარისი ნება არ იყო.