მიმდინარე კვირის ორშაბათს საქართველოში ევროკავშირის ელჩის მეთაურობით გაიმართა ევროპელი დიპლომატების შეხვედრა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან. ელჩებმა ლევან დავითაშვილს ევრო-გაერთიანების 27-ვე წევრი სახელმწიფოს შეთანხმებული დემარში გადასცეს. დიპლომატიური პროტესტი რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას უკავშირდება.
საკითხზე „მოამბის“ შეკითხვებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უპასუხა.