ინტერვიუ ირაკლი კობახიძესთან

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ევრორეკომენდაციების შესრულებისა და საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოლაპარაკებების ეტაპი სავარაუდოდ მომავალი წლის დეკემბერში დაიწყება. მისივე თქმით, ევროპულ დავალებებზე მუშაობა უკვე დაწყებულია, ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმა კი ევროკომისიასთან არის გადაგზავნილი და სასურველია, მალე გახდეს საზოგადოებისთვის ნათელი, თუ როგორ მოხდება ამ პრიორიტეტების შესრულება.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ოპოზიცია საზოგადოებაში არასწორი მოლოდინების შექმნას ცდილობდა.

შესასრულებელი 9 დათქმა და მოახლოებული არჩევნები – სტუმარი: ირაკლი კობახიძე #თავისუფალიხედვა #LIVE

თავისუფალი ხედვა