ლუქსემბურგში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. პირველი ქართველი დიპლომატის განცხადებით ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა პარტნიორებს მიაწოდონ ინფორმაცია თუ რა პროგრესი აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საბჭოს სხდომას რომელშიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა უხელმძღვანელა. ლუქსემბურგშია გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანიც.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შესახებ „მოამბის“ შეკითხვებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უპასუხა.