კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის აუცილებელი რეკომენდაციების შესრულების გზაზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობაა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ საპარლამენტო ფორმატში მონაწილეობს, მეორე ნაწილი მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებს და საკუთარი შეთავაზების გატანას ცდილობს, რასაც „ქართული ოცნება“ ამ დრომდე არ თანხმდება. საკითხზე „მოამბის“ შეკითხვებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ უპასუხა.