გურიაში ცე ჰეპატიტის, შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა იწყება.
რეგიონში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, რომელმაც გურიის მხარის რწმუნებულთან ერთად სკრინინგის პროგრამის გარდა, წითელას შემთხვევების, იმუნიზაციისა და კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის, ასევე ტყვიის შემცველობის კვლევის საკითხები განიხილა.
ცე ჰეპატიტის, აივ ინფექციის, შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა იმერეთის, კახეთის და აჭარის რეგიონებშიც განხორციელდება.