შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე

მსოფლიო შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. პირველად ეს დღე ენთუზიასტთა ჯგუფის მიერ სან-ფრანცისკოში 1983 წელს აღინიშნა, მოგვიანებით კი საერთაშორისო ტრადიციად იქცა და ყოველი წლის მაისის მესამე კვირას აღინიშნება. საქართველოში შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს 1996 წლიდან აღნიშნავენ. „კოვიდ-19“ პანდემიის გამო, გარკვეული ღონისძიებები არ დაიგეგმა. ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრთან შეკრებილებმა სიმბოლურად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად ჰაერში წითელი ბუშტები გაუშვეს.