რამდენად რეალისტურია საქართველოში ინკლუზიური ტურიზმის განვითარება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ტურისტების საერთო რაოდენობის 15 პროცენტი მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოგზაურია. თუმცა საქართველოში მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს. გასული სამი დღის განმავლობაში, რამდენიმე ტურისტულ მარშრუტებზე მოამბის გადამღებმა ჯგუფმა ასეთი ტურისტი ვერ აღმოაჩინა. კარგავს თუ არა ქვეყანა შემოსავალს არაადაპტირებული გარემოს მიზეზით? პრობლემაზე ტურისტული კომპანიები საუბრობენ.