ინკლუზიური სახვითი ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამა

საერთაშორისო მიგრაციის და განვითარების ცენტრი თბილისის ხელოვნების ცენტრებში ინკლუზიური სახვითი ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს შორის სახვითი ხელოვნების გამოფენა-კონკურსი მოეწყობა.

კონკურსის მონაწილეების გამოფენა 22 ივნისს თბილისში გაიმართება. ექსპოზიციის გამართვამდე კი ბავშვების მშობლებს პროექტის ავტორებმა ტრენინგი ჩაუტარეს.