იქნება თუ არა საქართველო ზამთრის საერთაშორისო ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა: პრემიერ კვირიკაშვილის ეს ინიციატივა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა უკვე მოისმინა და დადებითად შეაფასა.
კომიტეტის ექსპერტებით და მრჩევლებით დაკომპლექტებული ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში ჩამოვა და მთის კურორტების განვითარების დონეს და პერსპექტივას შეაფასებს.
თომას ბახთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს, რომ სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებას და ამ პროცესში შვეიცარიის მაგალითის გათვალისწინებას ქართული მხარისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
შეხვედრის შემდეგ ბახმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოლიმპიური მუზეუმი დაათვალიერებინა. ნიკა ბერაძე დაინტერესდა, რამდენად მზადაა საქართველო, რომ 2030 წელს ზამთრის ყველაზე მასშტაბურ სპორტულ მოვლენას უმასპინძლოს.