მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვით 2022 წლიდან განათლების სამინისტროსთვის ბიუჯეტის მეოთხედი გამოიყოფა. სფეროს დაფინანსება კი კანონის დონეზე იქნება უზრუნველყოფილი. ანუ კანონმდებლობაში გაიწერება, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, სახელმწიფომ განათლებაში სულ მცირე ბიუჯეტის 25% უნდა დახარჯოს.
კანონპროექტი მთავრობამ უკვე გაუგზავნა პარლამენტს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, დაფინანსება 2022 წლამდე მზარდი იქნება. რეფორმა კი განათლების ხუთივე საფეხურს მოიცავს.
გენო ოსიყმაშვილი დაინტერესდა, რა მიმართულებით დაიხარჯება გაზრდილი ბიუჯეტი სამი წლის შემდეგ და როგორ ხვდებიან რეფორმას სფეროს ექსპერტები.