ინიციატივა „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ“

„ქართული ოცნების“ განმარტებით, მათ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ოჯახურ ღირებულებას და არასრულწლოვანთა დაცვას, კერძოდ, ქორწინების დეფინიციას, შვილად აყვანის საკითხებს და სქესის შეცვლის სამედიცინო სერვისებს ეხება. მმართველი გუნდის განმარტებით, კანონპროექტში შესატანი 8 მუხლი ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ არის მიმართული. ოპოზიციის ნაწილი ამ თემაზე დისკუსიაში ჩართვას აანონსებს, ნაწილი კი ამბობს, რომ ქვეყანაში ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემებია. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს არასრულწლოვანებით მანიპულაციაში ადანაშაულებენ და აღნიშნულ ცვლილებებს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქვამენ. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად მმართველ გუნდს ოპოზიციის ხმებიც დასჭირდება.