ბათუმში N3-ე საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს – ტერიტორიაზე დამატებითი სასწავლო კორპუსი შენდება. აღნიშნული სამსართულიანია და 600 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. ამ ეტაპისთვის საძირკვლის მოწყობა მიმდინარეობს. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, აღიჭურვება საჭირო ინვენტარით. მიმდინარე პროცესს ადგილზე თორნიკე რიჟვაძე გაეცნო.