გომბორის გზის რეაბილიტაცია შემოდგომაზე დასრულდება. 33.6 კმ-იანი მონაკვეთზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია ხელოვნური ნაგებობების ძირითადი ნაწილის და 25 კმ-ზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. მიმდინარეობს ასფალტის დაგება, დასრულების ეტაპზეა 35 მეწყრულ უბნების პრევენციის სამუშაოები, საიდანაც დარჩენილია მხოლოდ სამი მეწყრული მონაკვეთი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება.