რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა გრძელდება. დღეს, სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერმა დაათვალიერა. მშენებლობის დასრულება მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება, რის შემდეგაც, რუსთაველიდან მთაწმინდაზე მოხვედრა 4 წუთში იქნება შესაძლებელი. რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო ერთი საათის განმავლობაში 1200 მგზავრის გადაყვანას შეძლებს.