წყალტუბოში 227 პროექტი ხორციელდება – მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარების, ასევე სხვადასხვა ფონდებიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 25 მილიონ ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი. მათ შორის არის როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე რეკრეაციული სივრცეების, კულტურული და საგანმანათლებლო შენობების, სპორტული ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მიმდინარე სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერა.