ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში

შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფონზე მუშაობის განახლების უფლება მოიპოვა სამშენებლო ბიზნესმა.

სხვადასხვა რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გაგრძელდა. მათ შორისაა შიდა ქართლი, ასევე რაჭა-ლეჩხუმი, სადაც გზების, სანიაღვრე სისტემების და მდინარის დამცავი ჯებირების მოწყობა მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ვალდებულები არიან, რომ პროცესში უსაფრთხოების პროტოკოლი დაიცვან. პერიოდულად სამუშაო ობიექტებს სპეციალური ჯგუფები ამოწმებენ.