ინფრასტრუქტურული პროექტები აბასთუმანში

ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბასთუმანში წყალმომარაგების ახალი სისტემა დაათვალიერა. კურორტს დღეს უკვე აქვს უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება და გამართული წყალარინების სისტემა. სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა 2021 წელს დასრულდა, შედეგად მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, წყალმომარაგების ქსელი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ რეზერვუარს. პროექტის ფარგლებში, მოეწყო საკანალიზაციო ქსელი, კოლექტორები და ჭებიც. 2022 წლიდან კურორტს წყალარინების თანამედროვე სტანდარტის გამწმენდი ნაგებობებიც აქვს.