კახეთში, 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის, 66 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.
განცხადება ამის შესახებ მერებთან და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრაზე, კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა. ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მიმართულებებია: სტიქიის პრევენცია, წყალმომარაგება, გზების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების, სკოლების და ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
2020 წლის დადგომიდან სამუშაოების დასაწყებად იგეგმება, რომ პროექტების შესყიდვა მიმდინარე წელს დაიწყოს.