ინფრასტრუქტურული პროექტები

კახეთში, 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის,  66 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

განცხადება ამის შესახებ მერებთან და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრაზე,  კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.  ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მიმართულებებია: სტიქიის პრევენცია, წყალმომარაგება, გზების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების, სკოლების და ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

2020 წლის დადგომიდან სამუშაოების დასაწყებად იგეგმება, რომ პროექტების შესყიდვა მიმდინარე წელს დაიწყოს.