ინფრასტრუქტურული პროექტები

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის 20 პროცენტი აუთვისებელია.

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, გამოყოფილი მილიარდი ლარიდან 200 მილიონი ლარი დასახარჯი დარჩა. თანხის უმეტესი ნაწილი საგზაო მშენებლობებზე მოდის. წლის ბოლოს კი ბიუჯეტიდან დასახარჯი თანხების მოცულობა იზრდება.

სანდრო ჯუფალაკიანი არკვევდა, რა გეგმა აქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროს და რომელი პროექტების გამო ვერ ხერხდება ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების ათვისება.