სტიქიით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან რაჭაშიც. უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარემ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებულ საავტომობილო გზაზე დროებითი ხიდი დააზიანა. აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი. სატრანსპორტო მოძრაობის სრულად აღსადგენად, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.