ქვეყანა შიდა ტურიზმის გასახსნელად ემზადება. ამიტომ აქტიურ ფაზაშია და დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აგებენ გზებს, ცვლიან სანიაღვრე სისტემებს და რეაბილიტაციას უტარებენ წყალმომარაგების ქსელს. ინფრასტრუქტურული პროექტები არც საგანგებო მდგომარეობის დროს შეჩერებულა, თუმცა საჭირო გახდა „კოვიდ 19“-ის გამო შექმნილ რეალობაზე მორგება. სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოები ახალი რეგულაციებით მიმდინარეობს.