„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ საქართველოს 100 საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარ ვებ-გვერდებზე საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების მონიტორინგის შედეგები შეაჯამა. ცენტრალურ დაწესებულებებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი შეფასება, 98% საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და  სპორტის სამინისტრომ მიიღო.

საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების აქტიურობით გამოირჩევა შინაგან საქმეთა სამინისტროც. პროგრამების დირექტორის ინფორმაციით, ყველაზე დაბალი შეფასება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მიიღო.