ინფო-ტური ხევსურეთში

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის ინფო-ტურებს განაგრძობს. ადმინისტრაციის ორგანიზებით, ხევსურეთს 20-მდე ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ესტუმრა. სტუმრებისათვის საცხენოსნო ტური გაიმართა, მოეწყო საფეხმავლო ტურიც. მოგზაურობა ფშავში, მდინარე არაგვზე ჯომარდობით დასრულდა. ამ პროექტით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, შიდა თუ შემომყვან ტურისტულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულად უცნობ ადგილებს გაეცნონ.

მოამბე