ინფლაცია და ლარის კურსი

ეროვნული ვალუტის მერყეობა და ორნიშნა ინფლაცია –  ორი მთავარი პრობლემა ბიზნესისა და მოსახლეობისთვის, ჯერჯერობით ისევ გამოწვევა რჩება. თუმცა რამდენიმეკვირიანი გაუფასურების შემდეგ, ლარი ბოლო დღეებში მყარდება. ხვალ ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარი 2 ლარი და 87 თეთრი ეღირება. კურსის მკვეთრი ცვალებადობის შეჩერებას ეროვნული ბანკი ორმხრივი ინტერვენციებით ცდილობს, რასაც დადებითად აფასებენ ექსპერტები. სპეციალისტების თქმით, სებ-ის ჩარევის გარეშე, კურსის მერყეობა ბევრად საგრძნობი იქნებოდა. პროგნოზი პოზიტიურია ინფლაციის კუთხითაც. უახლოეს თვეებში, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტენდენციების გავასწრებინებთ, საქართველოში სხვადასხვა პროდუქტზე ფასების შემცირებას ელოდებიან.