ინფლაცია იზრდება.
წლის დასაწყისში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონაცემი დღეს არსებულთან შედარებით ოთხჯერ მცირეა. მეოთხე თვეა, ქვეყანაში ინფლაცია ორნიშნა ნიშნულზეა, მიმდინარე თვეს კი მაჩვენებელმა 13-%-ს მიაღწია. ყველაზე მეტად მომატებულია საკვები პროდუქტების ფასი. ცალკე პრობლემაა საკმაოდ გაძვირებული საწვავი, რის მიზეზადაც საერთაშორისო ტენდენციები სახელდება. ფასების ზრდის ფონზე ოპტიმისტურია სებ-ის პროგნოზი. ეროვნული ბანკი გაზაფხულიდან ინფლაციის მკვეთრ შემცირებას ვარაუდობს. ეკონომისტები კი გარე შოკების სამართავად და ეკონომიკაზე ნაკლები ეფექტის მოსახდენად გამოსავალს ადგილობრივი წარმოების განვითარებაში ხედავენ.